LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ არ ხართ ოპოზიცია, „ფეიკები“ ხართ“ – თაკო ჩარკვიანი პარტიების „ლელო“ და „საქართველოსთვის“ ლიდერებზე

173
BeFunky-collage

„რატომ არ მეთანხმებიან? ვინ უნდა დამეთანხმოს? რომელი ანა ბუჩუკური ოცნების წევრი რომ იყო? გახარიასთან ერთად რომ წამოვიდა ოცნებიდან? რატომ უნდა დამეთანხმოს ადამიანი, რომელიც არის თვალების დამთხრელის პარტიაში. 20 ივნისს გავრილოვის ღამეს პატრიოტებს დასთხარეს თვალები და ამის გამო დააწინაურა ივანიშვილმა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა.

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, რომელმაც ოპოზიციას კვლავ ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა გადაცემაში „დღის თემა“ „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ ლიდერებს „ფეიკ“ ოპოზიცია უწოდა.

„მინი ოლიგარქი, მუსტანგით რომ აპირებს სირბილს, გაჭირვებულ ხალხს რომ უნდა ელაპარაკოს მილიონიანი მანქანით. ხომ არ დავცინით ამ ხალხს?  ძვირად ღირებულ მუსტანგზე ამხედრებული რომ არის კაცი და ამხელა საწვავი რომ უნდა ჩაასხას გარეთ უნდათ ყოფნა?  კომფორტში ყოფნა არ ურჩევნიათ? ურჩევნიათ. ამიტომ ვამბობ რომ არ ხართ თქვენ ოპოზიცია.  ფეიკი ხართ. ამ ორ პარტიას ვეუბნები,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ოპოზიციის ნაწილი გააკრიტიკა.

“არ გავიდეთ გარეთ, არა ? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 “მატრასი” ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ, არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქოურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა, მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს (4 თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი).

ჰოდა გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან პატრიოტებს ცოტა ხანში!

კარვები და ლეიბები “ტეხავს” რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია??? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა. ხო და “ბულკებზე”- ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, ამერიკულ ძვირად ღირებულ მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი“ – დაწერა ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები