LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიწყდებათ, რომ თავად სააკაშვილი იწვევდა პოზნერს, ნიკიტა მიხალკოვს, ქსენია სობჩაკსა და სხვებს საქართველოში და მათთან ერთად ქეიფობდა: გია აბაშიძე

481
gia-abashidze-w-h

ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ჩეკისტების სკოლის კურსდამთავრებული იელენა ხოშტარია, რუსეთუმე მინდია გულუას ხელის ბიჭი მაქარაშვილი, სააკაშვილის კიევის ოფისის დეკორაციები და ნაცსექტის სხვა მჩხავანა მარიონეტები აპროტესტებენ ამერიკის მოქალაქე პოზნერის სტუმრობას საქართველოში.

ავიწყდებათ, რომ თავად სააკაშვილი იწვევდა პოზნერს, ნიკიტა მიხალკოვს, ქსენია სობჩაკსა და სხვებს საქართველოში და მათთან ერთად ქეიფობდა…

როგორი მრავალსტანდარტიანი და მოკლე მეხსიერებისაა ნაცსექტა..”,-წერს გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g