LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა დაინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა

223
f08a582ea4874c9bacfa7b44f264325a-18

ავსტრიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა. ამის შესახებ “როიტერსი” ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი  354 პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ, ჯამში – 11 525 შეადგინა. ამავე დროს, ბოლო დღე-ღამეში 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა.

საერთო ჯამში, ავსტრიაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 2 507-ს შეადგენს.

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია მიზნებისთვის. თუმცა  ვხედავთ, რომ ერთად დგომას თუ გავაგრძელებთ, ამ მიზნების მიღწევას შევძლებთ, სიფრთხილეს თუ გამოვიჩენთ, ამ გლობალურ პრობლემასაც გადავწყვეტთ“, – განაცხადა მინისტრმა და მოსახლეობას ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები