LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ის სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის

171
Untitled design (5)

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.

მისი განმარტებით, მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია: ადვოკატი

სასამართლო პროცესზე მებონიამ აღნიშნა, რომ ცუდად არის:

„ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როინ მებონიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა – პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: პატიმრობის წინააღმდეგი არ ვიქნებით

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებულის ადვოკატმა სულხან კომახიძემ თქვა, რომ სასჯელს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მებონია შეურაცხადია და დანაშაულის ჩადენისას ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მოსამართლემ სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვა. უფრო სწორი იქნებოდა საერთოდ შეეწყვიტა სისხლის სამართლის დევნა, ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტიზის დასკვნითაც კი დასტურდება შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არ არის, საერთოდ შეურაცხადია.

ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა, მაგრამ ექსპერტმა ამას გვერდი მაინც ვერ აუარა და თქვა, რომ ის საჭიროებს არანებაყოფლობით მკურნალობას, რითაც ცალსახად დადასტურდა, რომ ქმედების განხორციელების დროს ადამიანი სრულ ჭკუაზე არ იყო“, – განაცხადა სულხან კომახიძემ.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g