ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები მკაცრდება, რომლის მიხედვითაც, საწვავის არასწორი წვის შედეგად ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

განმეორებით ინსპექტირებისას დახარვეზებული დეტალის გარდა, ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას თავიდან, სრულად გაივლის.  განმეორებით ინსპექტირებაზე კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მისული ავტომობილები, ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარდა ვიზუალურადაც შემოწმდებიან. რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრდება ტაქსის მძღოლებისთვის.

„ცვლილება შეეხო ტაქსებსაც. ისინი პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ექვს თვეში ერთხელ. ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები და მათი ცვეთა უფრო მეტია, გადიან უფრო მეტ მანძილს, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებები. იმის გამო, რომ ასეთ ავტომობილებს ჰქონდეთ შენარჩუნებული კარგი ტექნიკური მდგომარეობა, დაექვემდებარებიან ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ,” – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო და 4 ეტაპად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05