„აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკმა“ საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო. ეს თანხა პანდემიის სოციალ-ეკონომიკური შედგების ლიკვიდაციას მოხმარდება.

აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, კონსტანტინ ლიმიტოვსკის განცხადებით, კრედიტი საქართველოს მთავრობას პანდემიაზე ეფექტურად რეაგირებისთვის გადაუდებელ ფინანსური საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს.

კრედიტის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია „აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები