LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვსტალის გმირი დამცველები ზღაპრული გმირები გათავისუფლდნენ! 215 კაცი დააბრუნეს ჩვენებმა სახლში! ნაძირალა მედვედჩუკი პუტლერს გაურ*ეს! – ბუკა პეტრიაშვილი

78
ბუკა პეტრიაშვილი

აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაში წვლილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიუძღვის.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„აბა უძალინმაგრესი დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუს #BDN ის ყველაზე მაგარი, ყველაზე ბედნიერი – ხარება სტატუსი მოვიდა! ამაზე მაგარი ალბათ უკრაინის საბოლოო გამარჯვების და პუტლერის კაპიტულაცია/განადგურების შესახებ სტატუსი იქნება!

ყველას გილოცავთ! სიმართლე გითხრათ, არ მგონია, უკრაინის გარდა სადმე კიდევ ასე ხარობდეს ახლა ერი ამ სასწაული ბიჭების და გოგოების გათავისუფლებას და სახლში დაბრუნებას!

გუშინ ღამე ჩერნიგოვის რაიონში აზოვსტალის გმირი დამცველები – ლეგენდარული მეთაურები რედისი (დენის პროკოპენკო), კალინა, ვოლინა, მარიუპოლის პოლიციის უფროსი ვერეშინინი, პტაშკა, ისტორიული ფოტოების ავტორი დმიტრო კოზაცკი და ამ ფოტოების ზღაპრული გმირები გათავისუფლდნენ! 215 კაცი დააბრუნეს ჩვენებმა სახლში! ნაძირალა მედვედჩუკი პუტლერს გაურჭეს …..ში! 5 გმირ მეთაურში ურდომ კიდევ წააკონწიალა თავისი 55 ორკი! ამ ბედნიერებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს! გულის სიღრმეში ძალიან ბევრს უჩნდებოდა კითხვა, ნუთუ ეს საოცარი ადამიანები სახლში ვეღარ დაბრუნდებიან! გახსოვთ ნაძირლები საჩვენებელ სასამართლოს მოწყობას რო აპირებდნენ, ზელენსკიმ გაუჭედა, მაგას იზამთ და დაივიწყეთ ურდოსებო საერთოდ ყველაფერიო! 215-დან 109 აზოვის მცველია, მათ შორის ელენოვკის ციხის ურდოს მოერ დაბომბვას გადარჩენილებიც!

ქება და მადლობა ჰალალად ეკუთვნის პრეზიდენტ ერდოღანს! ამ კაცმა შეკლასა ეს უმაგრესი ამბავი! ერთი პირობაა: მისი პირადი პასუხისმგებლობით სა პატრონაჟით აზოვსტალის დამცველთა 5 მეთაური უკრაინის გამარჯვებამდე იქნება თურქეთში! წავიდა ღამევე შაყირები, შედიან რუსები სტამბოლში კაფეში და ხედავენ რედისი, ვოლინა და კალინა სვამენ ჩაის!

მოვა დრო და გადაიღებენ ფილმებს! საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ჩუუუმად ჭედავდა შედეგს – 15 საერთაშორისო მებრძოლი, მათ შორის დახვრეტა მისჯილი 2 ბრიტანელი, 2 ამერიკელი, მაროკოელი, არაბი და ევროპელი მებრძოლებიც გათავისუფლდნენ!

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში ჯეოკ სალივანმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და საუდის დე-ფაქტო მმართველს ამერიკელი მებრძოლების გასათავისუფლებელთა სიაში შეყვანისთვის!

ამ ამბავმა გადაფარა პუტლერის მობილიზაციაც, ბაიდენის და თვითონ ზელენსკის გაეროში გამოსვლებიც!

ამსაობაში ჩვენებმა დონეცკის რაიონში ლიმანთან სულ ახლოს გაათავისუფლეს დრობიშევო, ხერსონში დაბომბეს ურდოს ბაზა, სევასტოპოლთან ზღვაში იყო კიდევ აფეთქება, მაგრამ მაგაზე ყველაფერზე მოგვიანებით! დღეს ბედნიერების დილაა!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერიის ნგრევა დაწყებულია!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g