დღემდე შემორჩენილია მითი იმის შესახებ, რომ სიცივეში ბავშვის ქუდის გარეშე გარეთ გაყვანა, საგანგაშოა. ჯერ კიდევ ბებია ბაბუებისგან ვიცით, რომ ამან შესაძლოა ისეთი სერიოზული დაავადებაც კი გამოწვიოს, როგორიცაა მენინგიტი. ცნობილი უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი ამ თემაზე საუბრობს და მშობლებს ურჩევს, ფაქტები სწორად შეაფასონ:

„აზრი იმის შესახებ, რომ ქუდის გარეშე სიარული მენინგიტს იწვევს, ხალხური ზღაპრის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მენინგიტი ​მწვავე ინფექციური დაავადებაა. შემთხვევათა 99 %-ში ის გამოწვეულია მიკრობით, რომელსაც მენინგოკოკი ეწოდება. აღნიშნული მიკრობის ორგანიზმში მოხვედრა საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ თავზე ქუდი გახურავთ თუ არა. როდესაც ბავშვი ამბობს: „მცივა,“ უმეტეს შემთხვევაში ამაში მშობელია დამნაშავე. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივია ბავშვს სამი ქურთუკი ჩააცვა, თავად კი მეგობრებს გაესაუბრო, ვიდრე ​ბავშვთან ერთად ისეირნო, აქტიურად იმოძრაო, მასთან ერთად ითამაშო.

ყველაზე მთავარია, რომ ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები სწორად დაინახოთ. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს თან ახლავს სითბოს გამოყოფა. ​ბავშვის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ზრდასრულებთან“, – ამბობს კომაროვსკი.

 

მსგავსი თემები