საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას კიდევ ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ ესებუას მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, თუმცა მისი მთავარი მოთხოვნა ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებაა.
ბადრი ესებუას კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს – „მისი დაკავებისას ადამიანის არაერთი უფლება დაირღვა“
„პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც პირდაპირი გაგებით მძევლად არის აყვანილი, უნდა გათავისუფლდეს, ესაა მთავარი მოთხოვნა, როგორც ბადრის ასევე, ზოგადად ყველასი.
თუ საგამოძიებო უწყებას რამე კითხვები ექნება, პრობლემა არ არის, ბადრი ესებუა მზადაა ყველანაირ კითხვაზე უპასუხოს, მაგრამ ის, რაც ხდება ბადრის ოჯახს, უნდა დასრულდეს. საშინელებაა, როცა შენს გამო ოჯახის წევრს სახელმწიფო მძევლად აიყვანს.“ – ამბობს კობაიძე.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, 2021 წლის ივლისში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 12 დეკემბერს, ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების მტკიცებით, არსებობდა ვარაუდი, რომ მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა.
ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.