LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენის ადმინისტრაცია სამოგზაურო შეზღუდვებს არ მოხსნის

96
აშშ

აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაერთიანებული სამეფოსთვის, ევროპის უმეტესი ქვეყნებისა და ბრაზილიისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს არ მოხსნის. პირიქით, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე წერს,  ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს კიდევ უფრო გააძლიერებს. შეზღუდვების მიზეზის გახალგრძლივება, ცხადია, კვლავ COVID 19-ის გავრცელების საშიშროებას უკავშირდება.

“ჩვენი სამედიცინო გუნდის რჩევით, ადმინისტრაცია  ამ შეზღუდვების 1/26-დან მოხსნას არ აპირებს. ფაქტობრივად, ჩვენ ვგეგმავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების გაძლიერებას საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით, რათა კოვიდ 19- ის გავრცელება კიდევ უფრო შევამსუბუქოთ,”- წერს ჯენ ფსაკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას – 26 იანვრიდან იმ შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომელიც ქვეყანამ გასული წლის დასაწყისში, პანდემიის გამო, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით დააწესა.