LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში შემოვლითი გზის ნაწილი, სამ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

159
გზაააა

დაბა ბაკურიანში შემოვლითი გზის ნაწილი, სამ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სრული პროექტის ღირებულება კი, ექვს მილიონ ლარზე მეტია.

„შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება“, – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, შემოვლითი გზის მშენებლობის გარდა, ბაკურიანში სხვა ძვირადღირებული პროექტებიც ხორციელდება. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება.

ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსპორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება და ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.

დაბა ბაკურიანში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის ჯამში 55 მილიონი ლარი იხარჯება.

ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, კომპანია გ&კ ტექნოლოგი 6 354 211 ლარად ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები