LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანგლადეშის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

77
1

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, საკვებისა და სასმელების მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ შენობაში ადამიანები ჯერ კიდევ იყვნენ. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

დაშავებულია სულ მცირე 30 ადამიანი. თვითმხილველები ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანი ზედა სართულებიდან გადახტა, რათა ცეცხლისგან თავი დაეღწია.

ხანძარი დედაქალაქ დაკას მახლობლად მდებარე ერთ-ერთი საწარმოს შვიდსასრთულიან შენობაში გუშინ საღამოს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა დღეს დილით შეძლეს, თუმცა მოგვიანებით ცეცხლი კვლავ გაძლიერდა.

 

 

ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში.

ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შემდუღებელი სამუშაოების დროს დაშვებულ შეცდომას ასახელებენ.

ბანგლადეშში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო უბედური შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

ქვეყანაში ერთ-ერთი მასშტაბური ხანძარი 2017 წელს გაჩნდა – მაშინ დედაქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 70 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები