LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანეს

87
batumi-achara-ghamis-batumi-batumi-adjara-night-in-batumi

ბათუმი, ნეაპოლი, როტერდამი, პორტო, საფრანგეთის ქალაქი მეჟევი და უნგრეთის ქალაქი სეკეშფეჰერვარი  – Forbes-მა 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილ ევროპულ ქალაქებთან ერთად, ბათუმიც შეიყვანა.

როგორც გამოცემა წერს, ბათუმი სიდიდით საქართველოს მესამე ქალაქი და პოპულარული შავი ზღვის კურორტია. „ამ დროისთვის ახალ შენობებზე სიმაღლის შეზღუდვები არ არის, ამიტომაც დეველოპერები და მყიდველები თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმუმამდე ზრდიან“, – წერს გამოცემა ბათუმზე. ამასთან სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქში 2018-დან 2019 წლამდე 22 752 ბინა აშენდა.

Forbes ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბათუმში მიწის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია და მცირე შეზღუდვებია დაწესებული. ამიტომ, ინვესტორების მხრიდან ბათუმით დაინტერესება საკმაოდ მზარდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები