LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს

607
65767

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, აეროპორტი წლის განმავლობაში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ავრცელებს.

მისი თქმით, ამ დროისათვის სამშენებლო ნებართვის მიღების ბოლო ეტაპს გადიან ეკონომიკის სამინისტროს, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსთან.

„მარტის ბოლოს იგეგმება საექსკავაციო სამუშაოების დაწყება. პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს – 30 მეტრით, გაფრენის კი – 42 მეტრით. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდება ბარგის დამუშავების ზონა სადაც დაინერგება ავტომატური კონვეერული სისტემა“, – ამბობს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები