LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში Babillon Tower-ის შეძენით არავინ დაინტერესდა

104
1697235556

ბათუმში, Babillon Tower-ის შეძენით არავინ დაინტერესებულა. Babillon Tower-ს აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონულ აუქციონზე 36 750 000 მლნ ლარად ყიდიდა, თუმცა აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია და შესაბამისად მისი გასხვისება გადაიდო. აღსრულების ეროვნული ბიურო Babillon Tower-ს ამჯერად უკვე განმეორებით აუქციონზე, ფასდაკლებით გამოიტანს.

როგორც სააგენტო ghn.ge წერს, Babillon Tower-ი, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი უნდა ყოფილიყო, კომპანია Tam Geo-ს პარტნიორებს შორის დავისა და შესაბამისად კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ვერ განხორციელდა და მშენებლობა შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ 47-სართულიან  Babillon Tower-ს თურქული კომპანია TAM GEO LLC-ი აშენებდა. მშენებლობა 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები