LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში გია ყანჩელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამოები დღეს გაიხსნება

2535
giakancheli

კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი CA Goes To ბათუმში საპატიო მისიით მიემგზავრება.

9, 10 და 12 აგვისტოს ლეგენდარული მაესტროს გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოები გაიმართება.

მოძრავი ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერითა და სმარტ კაპიტალ ჯგუფის გენერალური პარტნიორობით ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ 9 აგვისტოს 20:00 საათზე გაიხსნება. Georgian Six ქალაქის სტუმრებისთვის გია ყანჩელის სიცოცხლეში ია საკანდელიძესთან ერთად შექმნილ ერთ-ერთ უკანასკნელ პროექტს „გზა ისევ შორია..“ შეასრულებს.

პროექტს  ლეგენდარული კომპოზიტორის  კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა დაედო საფუძვლად.

10 აგვისტოს, მაესტროს დაბადების დღეს ფესტივალს ბათუმის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს. ეს თარიღი  იმ მუსიკოსებთან ერთად აღინიშნება, ვისთანაც გია ყანჩელს   მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა.

ყველასათვის საყვარელ მელოდიებს შეასრულებენ:  ლიზა ბაგრატიონი, ქეთევან ქართველიშვილი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე.

მაესტროს ცნობილ პიესებს პროექტიდან  “წერილები მეგობრებს” მაყურებელი  გიორგი ცაგარელისა და  საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით მოისმენს. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი.

საღამოს  სპეციალური სტუმარია – ბექა გოჩიაშვილი.

12 აგვიტოს კი ფესტივალი საპრემიერო კონცერტით ბათუმის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.  ერთობლივი პროექტით მსმენელის წინაშე პირველად წარსდგებიან აღიარებული ქართველი მუსიკოსები, პიანისტი დავით ალადაშვილი და უმშვენიერესი ჩელისტი ლიზი რამიშვილი.

CA Goes To 100-ზე მეტ ქართველ არტისტს გააერთიანებს:  ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი გიგაშვილი, დავით ალადაშვილი, ლუკა თოფურია, ზვიად ბოლქვაძე, რატი ამაღლობელი, ლიზი რამიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, ანნა დოი, ანნა ჭანია, ანასტასია აღლაძე, ლევან დეისაძე, ლაშა დეისაძე, ერეკლე გეწაძე, ელენე კალანდაძე, კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, გიორგი მარდალეიშვილი, გიორგი კაპანაძე, დავით გოგისვანიძე.

პროექტის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია – თეონა ჯორბენაძე

აქცია-ფესტივალის ბათუმური კონცერტების  მხარდამჭერია ბათუმის მერია, გენერალური პარტნიორი სმარტ კაპიტალ ჯგუფი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია პალიტრა, AT.GE საინფორმაციო ცენტრი 118-08.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები