LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმთან ახლოს ზღვაში აეროპორტი ააშენეს, რომელიც მთელი შავი ზღვის რეგიონს მოემსახურება

504
plane-in-water-rising-sea-levels

საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში აეროპორტი ზღვაში ააშენეს. ინფორმაციას batumelebi.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და მას „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა, 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად 100 მლნ ტონა ქვა დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ახალ აეროპორტს 3 ათასი მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი ექნება და ის ყველა სახის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. აეროპორტი წელიწადში სამი მილიონი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი და მოემსახურება როგორც რიზესა და ართვინს, ისე მთელი შავი ზღვის რეგიონს.

batumelebi.ge-ის ინფორმაციით, აეროპორტის 2021 წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები