მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ ბარ “ბაუჰაუსი” ორ თანამშრომელს. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ხმელეთზე, ასევე მდინარეში.
დღეს დილიდან სამუშაოები დაიწყო მდინარე მტკვარზე, სადაც სამაშველო ბრიგადების მიერ ხორციელდება მდინარის ფსკერის სკანირება. ადგილზე მეორე ჯგუფიც მუშაობს, რომელიც გასაბერი ნავის საშუალებით ახდებს წყლის ზედაპირის დათვალიერებას.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოკითხვები პოლიციის განყოფილებაში. ბოლო ინფორმაციით, გიორგი შალამბერიძე და მაია ბერუაშვილი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებიან, სადაც მათი კვალი იკარგება.
ბარ “ბაუჰაუსის” 2 გაუჩინარებულ თანამშრომელს ამ დრომდე ეძებენ
შსს-ს ინფორმაციით, “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.