გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
იკითხებიან ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულების სტუმრები,პარალელურად, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სრულწლოვანი 11 პირის საქმე ცალკე წარმოებადაც გამოყო. ამის მიზეზი ჩასატარებელი კონკრეტული საპროცესო მოქმედებებია.
ფეხბურთელის ოჯახი კვლავ გამოძიების დასრულებას ელოდება.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და ბიძა, მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ამბობს, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბავშვი “ცემის შემდეგ მდიანრეში ჩაახრჩეს.”
“ახლავე შეიძლება ამ საქმის სასამართლოში გაშვება ამ მტკიცებულებების საფუძველზე…ჩვენ არავის ვედავებით, რომ დაზიანებებით გამოიწვიეს გიორგის სიკვიდილი. ჩვენ ვედავებით იმას, რომ ჯერ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდეგ, მდინარეში ჩაახრჩეს.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული, ჩემი პირადი წრეებისგან მოპოვებულია, რომ ბავშვი ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს. ყველაფერი ვიცი, რამდენი შეყვა. მინიმუმ ხუთნი იყვნენ, მაგრამ შესაძლებელია მძღოლიც ჩასულიყო და მასაც მიეღო მონაწილეობა.”- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
40 დღე “შაქარას” გარეშე – როგორ იხსენებენ თანაგუნდელები ფეხბურთელს (ვიდეო)