LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი მისი არ არის, თუმცა ბავშვობიდან ზრდის…“

693
child-foto

ალექსანდრე ქორიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც მოხუცი კაცი ბავშვთან ერთად არის გამოსახული. როგორც ალექსანდრე წერს, მოხუცი ნაგავში იქექებოდა, ბავშვი კი თან ჰყავდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვი მისი არ არის, მაგრამ პატარაობიდან ზრდის…

გთავაზობთ სტატუსს:

„დღეს დავკეტე ჩემი კაფე და ფართს ვცლიდი. ამ წლების განმავლობაში უამრავი ხარახურა დამიგროვდა და ბევრი რამ სანაგვე კონტეინერში გავუშვი.როდესაც ქუჩაში მორიგი ხარახურას პარტიის გადასაყრელად გავედი, კონტეინერთან მოხუცი მამაკაცი დავინახე, რომელიც მასში იქექებოდა და ზოგ ჩემს გადაყრილ ნივთებსაც იღებდა. გვერდზე ეტლი ედგა. ეტლში თავიდან მეგონა ძაღლი იწვა, თუმცა მერე დავაკვირდი და ბავშვი აღმოჩნდა. მოხუცს გაველაპარაკე. აღმოჩნდა, რომ ბავშვი მისი არ არის, თუმცა ბავშვობიდან ზრდის. მამა არ ჰყავს. დედა ქუთაისიდან არის და ღამ-ღამობით ბოთლებს ეძებს… ცხოვრობენ საბურთალოზე სარდაფში, თვეში 250 ლარს იხდიან. ბავშვს ნიკოლოზ შარაშენიძე ჰქვია, ორი წლისაა. დიკენსის მოთხრობები გამახსენდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები