LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვისთვის იდეალური კურორტი ბახმაროა, ყველა ბავშვი ბახმაროს ძალიან კარგად იტანს, მათ ჯანმრთელობაზე ეს ძალიან დადებითად აისახება – ცოტნე ბესელია

263
tsotnebeselia

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ჩვილებისთვის საუკეთესო კლიმატური კურორტების შესახებ ისაუბრა. მან განმარტა, რომელი მაღალმთიანი კურორტებია საუკეთესო:

„ჩვილებისთვის არის ძალიან კარგი დაბალი მთის კლიმატური კურორტები, მაგალითად, წყნეთი. ძალიან კარგია ბორჯომი, სურამი. რაც შეეხება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს, აქ ჩვილობის ასაკიდან როდესაც გადის ბავშვი, მთელი ბავშვობის პერიოდში შეიძლება დაისვენოს. აქ შედის ბაკურიანი, ცემი, წაღვერი, შოვი, აბასთუმანი. ბახმარო არის მაღალი მთის კლიმატური კურორტი, რომელიც მდებარეობს 2000 კილომეტრზე ზევით. ასეთი მაღალი მთის კლიმატური კურორტები ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ბახმაროს ეს არ ეხება. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეზავებულია მთის და ზღვის ჰავა. ის შავი ზღვიდან არის 25 კილომეტრზე დაშორებული, ამიტომ ეს არბილებს ბახმაროს კლიმატს. თითქმის ყველა ბავშვი ბახმაროს ძალიან კარგად იტანს. მათ ჯანმრთელობაზე ეს ძალიან დადებითად აისახება“- განაცხადა ბესელიამ „იმედის დილასთან“ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები