მსახიობი ლაშა გურგენიძე “ია ფარულავას კონვერტის” სტუმარია.
როგორც ლაშა გადაცემაში საუბრისას იხსენებს, იყო დრო, როდესაც დედამ გაჭირვების გამო, დროებით ბავშვთა სახლში დატოვა.
“იყო ისეთი პერიოდი, რომ დედაჩემი სამსახურის გარეშე დარჩა. სახლში მთელი ღამე იჯდა და კერავდა, რომ პატარა შემოსავალი გვქონოდა. მაშინ ისე გაგვიჭირდა, რომ მითხრა ცოტა ხანი, სანამ სამსახურს ვნახავ, უნდა წაგიყვანოო. ამიხსნა და გავიგე ეს ყველაფერი. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ბავშვთა სახლში მაკითხავდა ხოლმე ხშირად. არასდროს არ მქონია ის მომენტი, რომ იქ დავრჩებოდი, თუმცა მინდოდა მალე წამოვსულიყავი. მთელი ღამე ვტიროდი და ისტერიკებს ვაწყობდი”, – საუბრობს ლაშა გურგენიძე.
ამავე თემაზე:
რატომ სთხოვა ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ
ვიდეო: “ცამდე მიყვარხარ” – ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვა