LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბებიაშენისგან“ – „უცნობის“ პასუხი კითხვაზე, საიდან ჰქონდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტების ფარული ჩანაწერები

497

„ბებიაშენისგან“, – ასე უპასუხა გია გაჩეჩილაძემ, იგივე მომღერალმა „უცნობმა“ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, თუ საიდან ჰქონდა ის ფარული, უკანონო აუდიო ჩანაწერი, რომელიც გაასაჯაროვა.

საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ, გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა.

გიორგი გაბუნია: ჩანაწერის გავრცელება ემსახურება რაღაც მიზანს, რასაც დარწმუნებული ვარ, მალე გავიგებთ

გაბუნიას თქმით, გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ მივიდნენ სწორედ იმ შედეგამდე, რაც შემდგომში ხელისუფლებას სხვადასხვა პროცესების სამართავად დაეხმარება.

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, რა გაგცემ პასუხს?! (აუცილებლად უნდა გაგვცეთ) აუცილებლად, შენ რომ გინდა ეგრე და მე არ მინდა რა, ილაპარაკე, აუ რა კარგად ლაპარაკობ.“ – უთხრა „უცნობმა“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ „უცნობის“ გამოკითხვა დასრულდა – მომღერალი დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენება არ მიუცია.

ცნობისთვის, 13 ივლისს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა „Post Factumის“ დაგეგმვის პროცესს ასახავს და შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. ჩანაწერები გია გაჩეჩილაძემ გაავრცელა.

გია გაჩეჩილაძესთან შედგა საუბარი და დღეს ველოდებით გამოკითხვაზე – რას ამბობს კოკა კაციტაძე ფარული მიყურადების საქმეზე