LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნობის“ გამოკითხვა დასრულდა – მომღერალი დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენება არ მიუცია

1091
უცნობი 22

მომღერალი ,,უცნობი” გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გია გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ახლა ჟურნალისტია და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

კოკა კაციტაძის სამსახური გია გაჩეჩილაძემ ისე დატოვა, რომ არც წყარო გაამხილა და არც ის თქვა, ვინ ჩაწერა და ვინ მიაწოდა ,,მთავარი არხის” ჟურნალისტების ფარული მიყურადების მასალა.

სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში ქართული ოცნების პროპაგანდისტს ერთი საათიც კი არ გაუტარებია.

გია გაჩეჩილაძის ადვოკატის,  გელა ნიკოლეიშვილის, ინფორმაციით, „უცნობს” გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

„გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 45 წუთი. გამოძიებას კითხვები ჰქონდა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით.  გია გაჩეჩილაძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, წყაროს არ გამჟღავნების. შეკითხვები იყო, როდის, სად, ვის მიერ და რა ფორმით – აქედან გამომდინარე იყო პასუხი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის, “თ” ქვე პუნქტისა, ის უფლებამოსილია არ მისცეს ამასთან დაკავშირებით ჩვენება. იმიტომ, რომ ეს წყაროს გამჟღავნების შესაძლებლობას იძლევა. გამომდინარე აქედან, ჩვენება არ მიუცია.

ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. გამოკითხვაზე სავარაუდოდ არ დაიბარებენ, რადგან მან ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებს წყაროს დასახელებას. “- აცხადებს გია გაჩეჩილაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „ფორტუნასთან“.

მთავარმა საგამოძიებო სამსახურმა ,,მთავარ არხში” ჩამწერი მოწყობილობა ვერ იპოვა. კაციტაძის უწყებას კითხვები აქვს ტელევიზიის დაცვის სამსახურის მიმართ, თუ რატომ ვერ შეამჩნია უცხო პირი, ვინც შესაძლოა, ოფისში ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა.

გია გაჩეჩილაძესთან შედგა საუბარი და დღეს ველოდებით გამოკითხვაზე – რას ამბობს კოკა კაციტაძე ფარული მიყურადების საქმეზე

გაბუნია “უცნობს” პასუხობს: სად დაინახეს ამ ჩანაწერში, რომ ჩვენ ვახდენთ ფაბრიკაციას, ვერ შეგვაშინებთ.. გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს – კოალიცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები