LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბედმა გაგვიღიმა”- როგორ დაიწყო პრეზიდენტისა და გომბორას მეგობრობა

230
სალომე გომბორა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძველით ახალი წელი სოციალურ ქსელის საშუალებით მოგვილოცა.

სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

„გომბორა განიცდის ფეიერვერკებს, ვაწყნარებ და ერთად ველოდებით 12 საათს და ახალი წლის დადგომას! გილოცავთ ყველას და გისურვებთ დადგეს ახალი, მშვიდი, სიხარულის მომტანი წელი!”

სალომე ზურაბიშვილს კამერები ხშირად აფიქსირებენ გომბორასთან ერთად.  აშკარაა პრეზიდენტს ოთხფეხა მეგობარი ძალიან უყვარს.

გომბორა მის ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჩნდა.

პრეზიდენტმა ის გომბორის გზაზე იპოვა და მეტისისთვის სახელის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრია.

„ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა. საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა… წამოვიყვანე და დღეს „პრეზიდენტის ძაღლია“ და მისი ერთგული მეგობარი: ბედმა გაუღიმა და მეც. დღეს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა – გომბორასნაირი ბევრია, ვინც ასე გზაზე გველოდება”, – წერდა 2019 წელს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ერთგული ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. ანგელა მერკელს ძაღლმა უკბინა და მათი ძალიან ეშინოდა. თუმცა ვლადიმირ პუტინმა მას ერთ-ერთი შეხვედრისას ძაღლი აჩუქა.

ორ ძაღლთან ერთად აპირებს თეთრ სახლში ცხოვრებას ჯო ბაიდენი. ორივე ძაღლი მას ცხოველთა თავშესაფრიდან ჰყავს წამოყვანილი. პრეზიდენტად არჩევიდან ძალიან მალე  მან ძაღლების სეირნობის დროს ფეხი მოიტეხა .

მის წინამორბედ დონალდ ტრამპს კი ცხოველთა დამცველები ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან ის ცხოველებს დიდად არ სწყალობდა და თეთრ სახლში არ ჰყავდა შინაური ცხოველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები