LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილი გაბუნიაზე: „გაბრაზება მოსულა, შიში სისულელეა…“

3588
beqa

ბექა გოჩიაშვილმა გიორგი გაბუნიას გუშინდელ გამოსვლას სტატუს მიუძღვნა. როგორც ცნობილი მუსიკოსი წერს, გაბუნია ძალიან პატარა საზომია რუსეთისთვის და რეალურად საშიში ისაა, რომ ორი კვირის წინ პარლამენტში გავრილოვი გვეჯდა.

გაეცანით ცნობილი პიანისტის მოსაზრებას:

„ვერასდროს, ვერანაირად, ქართველი ვერ იქნება პროვოკატორი რუსეთთან. მით უმეტეს დღევანდელ პოლიტიკაში. ემოციურად ვინმე თუ იუზრდელებს პირდაპირ ეთერში, ვლადიმერს ძალიან კიდია. გაბუნია ძალიან პატარა საზომია რუსეთისთვის, იმათთან შედარებით, ვისგანაც დაუნდობელ კრიტიკას და ხშირად უტაქტო განცხადებებს იღებს, სხვადასხვა ქვეყნის პრესისგან და ტელევიზიისგან.

ყველაზე უტიფრობად ის მიმაჩნია, გაბუნიას გინებით რო ხართ პატრიოტულად შეშინებულები და ამ დროს, რაც რეალურად საშიში იყო: 2 კვირის უკან – რუსი დეპუტატი გვეჯდა პარლამენტში და რჩევა-დარიგებებს იძლეოდა.

ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით? რამდენიმე ათასობით ხალხი იყო ქუჩაში გასული საქართველოში რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგის არ შეგვშინებია, გაბუნია ჩესტზე ვის შეეხო, მაგრა კიდია რუსეთს, დამიჯერეთ.

Relax.

გაბრაზება მოსულა, შიში სისულელეა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები