LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბერი ანდრიას ფონდის” სახლი დაიტბორა – ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს

190
წყალდიდობა დიდ დიღომში

დიდ დიღომში, “ბერი ანდრიას ფონდის” სახლი დაიტბორა, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები, მშობლებთან ერთად იმყოფებიან. დატბორილია სახლის პირველი სართული და დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

ფონდში იმყოფებოდა რადიო “ფორტუნას” ჟურნალისტი, ნათია კანკია. როგორც დედა თინათინმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, წყლის ნაკადი საკმაოდ ძლიერი იყო და შესაბამისად, ოთახის პირველ სართულზე ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი და პროდუქტები დააზიანა.

“წყლის შემოვარდნის დროს, პირველ სართულზე, სადაც ახლა მთლიანად დატბორილია, ერთ-ერთ ბავშვს ტახტზე ეძინა. დაშავებით არავინ დაშავებულა,”- უთხრა “ფორტუნას” დედა თინათინმა.

ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში დატბორილი ოთახიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობდნენ, სამუშაოები ახლაც გრძელდება. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ქუჩები დაიტბორა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,  ძლიერმა წყლის ნაკადმა ერთ-ერთი კორპუსის გადახურვაც დააზიანა.

დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g