LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი: ,,ლონდონში კოვიდით აღარ კვდებიან“

93
londoncovid

მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მეორედ, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სიკვდილი აღარ დაფიქსირებულა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლონდონში პანდემიის დაწყებიდან აქამდე დღეში საშუალოდ 200 ადამიანი ხდებოდა ახალი კორონავირუსის გართულებების მსხვერპლი. საერთო ჯამში, დედაქალაქზე პანდემიის შედეგად გარდაცვლილი ბრიტანელების 12 % მოდის.

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ბრიტანეთის 30 მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ,,ოქსფორდისა” და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.

გუშინ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის მხოლოდ 23 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები