LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ტაძარს ააშენებს

228
biZ

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება, – ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ ფეისბუქის გვერდზე წერს.

ტაძრის მშნებლობის ადგილი მეუფე თეოდორემ აკურთხა. კურთხევას ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

„19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი.

ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს“, – ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით საქართველოში უკვე რამდენიმე ტაძარი აშენდა. მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძარი, რომლის აშენებაშიც ბიზნესმენმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები