LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიში „ლუი ვიტონის“ დიდი ზომის სამოსში (ფოტო)

1158
bili-ailish-news455

„გრემიზე“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ცნობილი გახდა რომ 18 წლის ბილი აილიში ახლა უკვე „ოსკარზე“ იმღერებს. იქამდე კი მომღერალი აქტიურად აგრძელებს საქმიანობას, მათ შორის ფოტოგადაღებებსაც. ამჯერად 5 „გრემის“ მფლობელი ვარსკვლავი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს, სადაც ის ასისტენტთან ერთად, მორიგი გადაღებისთვის ემზადებოდა. თავისუფალი სტილისა და დიდი ზომის სამოსის მოყვარული მომღერალი ამჯერად „ლუი ვიტონის“ თავისუფალი სტილის სამოსში იყო გამოწყობილი და ლოგოთი დაბრენდილი შარფი ეკეთა, ანსამბლს კი კეტები არულებდა.

შეგახსენებთ, რომ ბილი ალიშს „ინსტაგრამზე“ 89 მილიონი გამომწერი ჰყავს. ის თანამედროვეობის ისტორიაში პირველი ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელმაც ამ რაოდენობის „გრემი“ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები