LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინა შევიძინე, არ უარვყოფ, მაგრამ ეს რა კავშირშია – ზაალ უდუმაშვილის პირველი განცხადება პროკურატურაში დაბარებაზე

348
ზალიკო გიორგი

ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურაში დაბარებაზე განცხადებას აკეთებს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმეა და ამას სასამართლოსთან კავშირი არ აქვს. 

„ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, აქამდე რომ არ დამიბარეს. ვფიქრობდი, რომ მაღალწონიანი პოლიტიკოსად არ მთვლიდნენ. ქვეყანაში მიდის პოლიტიკური დევნა. ის ძაფი, რომელსაც ქართველი ხალხის ნერვი ჰქვია, ბოლომდე დაჭიმულია და მალე გაწყდება. 

წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რატომ უნდა გამომკითხონ, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. „რუსთავი 2“- ში ფინანსებთან შეხება საერთოდ არ მქონია და მეც ძალიან მაინტერესებს, რა კითხვები აქვს გამოძიებას. ბინა შევიძინე, არ უარვყოფ, მაგრამ ეს რა კავშირშია?“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

გამოკითხვამდე კომენტარი გააკეთა “ფორმულა კრეატივის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმაც. გიორგი ლაფერაშვილის თქმით, ეს ყველაფერი “ფორმულას” ეთერში გასვლას უკავშირდება.

“თქვენს კითხვებს კითხვით ვუპასუხებ – პრემია აგიღიათ?“ 

ასე მიმართა ლაფერაშვილმა პროკურატურასთან მყოფ ჟურნალისტებს.

„მიხარია, რომ ბევრნი ვართ. გული მწყდება, რომ ახლა საეთეროში უნდა ვიყო და ეთერში გამყავდეს გამოშვების შიდა ეთერი. ძალიან მნიშვნელოვან დროს არაფერში ვკარგავ. გუშინ ვნახეთ რამდენი საათი გაგრძელდა ზუკა გუმბერიძის გამოკითხვა და არაფრის მომტანი იყო. პროკურატურამ ეს ახლა ჩემთან დაკავშირებით გააკეთა. არ ვიცი ქალბატონ ნინო ნიჟარაძეს რა თანხები აინტერესებს, ალბათ მისი მეუღლის მოცემული პრემიები. მე ჩემს აქ მოსვლას „ფორმულას“ ეთერში გასვლას ვუკავშირებ. რატომ დამიბარეს დღეს და არა 20 ივლისს, როცა გამოძიება დაიყო? რაც შეეხება ჩემს ბინებს და პრემიებს, ვფიქრობ საზოგადოებას უფრო სხვა კითხვები აქვს“, – აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ორივე მათგანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიებას კითხვები “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტთან დაკავშირებით აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები