ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შსს-ს ინფორმაციით, კოდუა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას.