LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიში მომიხადა – ვუთხარი, შემოვალ შენთან  და ვილაპარაკოთ-მეთქი, აუცილებლად გავარკვევ რატომ თქვა ჩემს ადვოკატობაზე უარი…მიმდინარეობს გარკვეული ტიპის ზეწოლა“ – ალექსანდრე კობაიძე

177
ფორტუნა (64)

ბადრი ესებუას ვუთხარი, შემოვალ შენთან და ვილაპარაკოთ-მეთქი, აუცილებლად გავარკვევ, რატომ თქვა ჩემს ადვოკატობაზე უარი, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ბადრი ესებუაზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„პროკურატურამ განცხადება წაიკითხა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბადრი ესებუას არ უნდოდა მისი ადვოკატი ვყოფილიყავი. ვკითხე ესებუას, განცხადება შენი დაწერილია-მეთქი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, მეტი გზა არ მქონდაო. ვუთხარი, რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვს -მეთქი (წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა), მითხრა, ბოდიში ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეო. ვფიქრობ, რომ პროკურატურამ შეგნებულად გააკეთა ასე. პროკურატურას არ უნდოდა, რომ რეალობა სცოდნოდა საზოგადოებას. ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს გარკვეული ტიპის ზეწოლა. ეს ფაქტია. ვუთხარი, შემოვალ შენთან  და ვილაპარაკოთ-მეთქი. მე აუცილებლად გავარკვევ მიზეზს, რატომ თქვა ჩემს ადვოკატობაზე უარი. ბრალდებული რომ ბოდიშს გიხდის, ე.ი. მასზე ზეწოლა განხორციელება,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ ალექსანდრე კობაიძემ.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია ესებუას მომავალში რამდენი ადვოკატი დაიცავს.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე ეკატერინე ბებიამ განაცხადა, რომ სასამართლოს ბადრი ესებუამ განცხადებით მიმართა, სადაც ის ამბობს, რომ არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სლაიდზე ფოტო: ინტერპრესნიუსი

ბადრი ესებუას კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს – „მისი დაკავებისას ადამიანის არაერთი უფლება დაირღვა“

ბადრი ესებუას მოთხოვნაა, მისი ძმა გათავისუფლდეს – ალექსანდრე კობაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები