LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: 30 წლის განმავლობაში მსგავსი ინციდენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება – ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა

261
გიგა ბოკერია

„მე არ მახსენდება 30 წლის განმავლობაში ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაშიც კი, მსგავსი ინციდენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სირცხვილი, იმის გამო რომ ასეთი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, არ არის ადვილად ჩამოსარეცხი“, – ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს საელჩოში „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და TV „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის განცხადებები, რაც ამ ამბის შემდეგ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისგან გვესმის, უბრალოდ დამამძიმებელია. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს დეტალებს, რა მოხდა იქ და ტყუილ-მართალს, რომელსაც ავრცელებენ.

„ის, რომ ეს ხალხი ქართველობაზე დებს თავს და ამით ამართლებს თანამდებობის პირებისგან ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მიღებაზე, სტუმრად ყოფნისას ძალადობას, არის პირდაპირი დიაგნოზი, ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინება იმ დეგრადაციისა, რაც ივანიშვილმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას.“– განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, TV „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მანვე აღნიშნა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილი განცხადებით კი, TV „პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ამავე თემაზე:

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება 

“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას” – ელისო ბოლქვაძე

ვოლსკი: რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს… ღირსების შეურაცხყოფას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები