LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: არ ვარ ეკლესიური, მაგრამ ვარ ქრისტიანული კულტურის ნაწილი

387
bokeri-1024x683

,,ფრაზა ამერია უბრალოდ, “ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ომი მოგვეწიოს“ და “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა“ გამთლიანდეს,“ – ასე განმარტავს გიგა  ბოკერია თავის განცხადებას ღმერთზე. ბოკერიამ გორელობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა: “ღმერთმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს.  “მთავარის“ არხში ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ რელიგიის პოპულიზმისთვის გამოყენება, მისთვის, ცუდია. მისი განცხადება კი ამ მიზანს არ ემსახურებოდა.

ამასთან, ბოკერიას თქმით, პრობლემა არა ღმერთის ხსენებაში, არამედ ამ თემით ოპონენტზე თავდასხმაშია.

,,ბოკუჩავამ და სხვებმაც, ჩათვალეს, რომ ეს სააკაშვილის იმ ჩემი აზრით შავრაზმული განცხადების მარეაბილიტირებელი განცხადება იყო. ეს კომიკური იყო, იმიტომ, რომ პრობლემა ღმერთის ხსენებაში კი არ არის, პრობლემა არის თუ შენ ამ თემას იყენებ ოპონენტზე თავდასხმისთვის შავრაზმული პოზიციიდან”

ბოკერია ეხმაურება ასევე, მის ფრაზას, რომ “კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილია”

,,მე არ გახლავართ ეკლესიური ადამიანი, ამ [მართლმადიდებლური ქრისტიანული] კულტურის ნაწილი რომ ვარ, რა თქმა უნდა, ეგ ეგრეა…არა ვარ ეკლესიური, ათეისტიც არა ვარ, მე უფრო აგნოსტიკოსი ვარ, ბევრჯერ მითქვია ეგ, მაგრამ [ქრისტიანული] კულტურის ნაწილი ვარ-მეთქი, ეგ ვთქვი”

გიგა ბოკერიამ გადაცემა მთავარ აქცენტებში ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეცვლილი ხელისუფლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკაზეც ისაუბრა. ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა.

,,მე არ ვარ მომხრე ნათქვამის “ივანიშვილი ციხეში”. ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ.”

გარდა ამისა, ბოკერიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა განსხვავებაა  ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის.

,,ევროპული საქართველო არის მემკვიდრე ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, მისი ჩავარდნებისაც და მისი მიღწევებისაც. ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი ამ მემკვიდრეობას დაშორდა ყველა მიმართულებით – ეკონომიკურ ლიბერალიზმში, ოღონდ კლასიკურ ლიბერალიზმს ვგულისხმობ, სეკულარიზმში, პროდასავლურ არჩევანში, ყველაფერში, ამიტომ მინდა, რომ ამომრჩეველმა ეს იცოდეს” -თქვა ბოკერიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g