LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: ბრიუსელში მისაღებ გადაწყვეტილებაზე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებაა საჭირო

67
გიგა ბოკერია

„ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ოღონდ რაც სამწუხაროდ, ჩვენ ზუსტად ვიცით, არის ის რომ დღევანდელი მთავრობის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ხელში ამოცანის მიღწევის შანსი არ გვაქვს“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„ზუსტად რა ტიპის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბრიუსელში უკრაინაზე, პირველ რიგში, ეს საკითხი დგას, შემდეგ მოლდოვაზე და სამწუხაროდ ამ მიმდევრობაში ბოლოს საქართველოზე, ამის პროგნოზირება არ არის მარტივი.

ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს, ოღონდ რაც სამწუხაროდ ჩვენ ზუსტად ვიცით, არის ის რომ დღევანდელი მთავრობის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ხელში, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ამოცანის მიღწევის შანსი, რაც არა მხოლოდ კანდიდატობით არამედ ევროკავშირის წევრობით, იქამდე ნატოს წევრობით და ჯამში, თავისუფალ სამყაროში დაბრუნებით, თავისუფალ, დაცულ ქვეყნად გახდომითა და სამშვიდობოს გასვლით შემოიფარგლება. სანამ ეს რეჟიმია ამის შანსი არ გვაქვს, ამიტომ უნდა შეცვალოთ ეს რეჟიმი თუ გვინდა, რომ ამ გზაზე წინ წავიდეთ.“– განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში „ევროპის სახალხო პარტია“ დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.

მაკა ბოჭორიშვილი: „ევროპის სახალხო პარტიას“ განცხადების ტექსტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა, იქ არ წერია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ეს ქვეყნისთვის ვერ გაიმეტეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები