LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: ჰკითხეთ გოცირიძეს, რა შედეგებს მიაღწია არალეგიტიმურ პარლამენტში პუტინისტური რეჟიმის დეკორაციად ყოფნით

71
Untitled design (3)

“ბატონი გოცირიძე და “ნაციონალური მოძრაობა” თვლიან, რომ მათ მიაღწიეს შედეგს პარლამენტში ყოფნით, მე მეჩვენება, რომ ეს უაღრესად ცინიკური პოზიციაა იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია ამ განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის შეფასებას გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავის პროპაგანდაში “ქართულ ოცნებას” ბაძავს:

“ბატონი გოცირიძე და “ნაციონალური მოძრაობა” თვლიან, რომ მათ მიაღწიეს შედეგს პარლამენტში ყოფნით, მე მეჩვენება, რომ ეს უაღრესად ცინიკური პოზიციაა იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში, ლეგიტიმაცია იმ პარლამენტის, რომელიც გოცირიძის პარტიის მიერვე ჩათვლილია არალეგიტიმურად, რა არგუმენტით მართლდება, პუტინის პატიმარია სააკაშვილიო, ხომ იძახიან? არ აურჩევია ქართველ ხალხს ეს პარლამენტიო, ხომ ამბობდნენ ამასაც, თვითონ უნდა გასცენ პასუხი, როგორ ამართლებენ დეკორაციად ყოფნას, ჩვენ ამაზე პასუხი გასაცემი არ გვაქვს, ყველა ეს არაკორექტული და სამარცხვინო ბრალდება “ევროპული საქართველოს” მიმართ, რომ თქვენ თქვენი ინტერესი გამოძრავებთ და 2016 წელი გაუხსენებია, კიდევ ერთი მაგალითია, რომ “ოცნებას” ბაძავს “ნაციონალური მოძრაობა” თავის პროპაგანდაში, ფაქტებს და გარემოებებს კი არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ უნდა ტალახი ისროლო.

ბატონ გოცირიძეს და არცერთ მაშინდელ ოპოზიციურ პარლამენტს არ უთქვამს, რომ 2016 წლის პარლამენტი არალეგიტიმურია, ცუდი არჩევნები იყო, მაგრამ ლეგიტიმაციის საკითხი არ დამდგარა ეჭვქვეშ, 2020-ში ყველამ ხელი მოვაწერეთ იმას, რომ არალეგიტიმურია ეს არჩევნები და პარლამენტში არ შევდივართ. შემდეგ გოცირიძემ და მისმა პარტიამ ეს პოზიცია შეცვალეს ისე, რომ არგუმენტიც არ უთქვამთ საზოგადოებისთვის და ახლა ყოფნით უტიფრობა “ოცნების” მსგავსად, რომ აქეთ ბრალდებები წაგვიყენონ, ამიტომ მინდა გთხოვოთ, გოცირიძეს ჰკითხოთ, რა შედეგებს მიაღწია მან საკუთარი პრინციპების დარღვევით და არათანმიმდევრულობით, მიაჩნია თუ არა ეს რეჟიმი პუტინისტურად და არალეგიტიმურად და თუ მიაჩნია, რატომ მიაჩნია სწორად მის დეკორაციად ყოფნა საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით, თუ ეს რეჟიმი პუტინისტურად და არალეგიტიმურად აღარ მიაჩნია და ეს პოზიცია შეიცვალეს, აგვიხსნან რატომ”, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g