LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, ინდოეთში 3 417 ადამიანი გარდაიცვალა, 20 მილიონს უახლოვდება ინფიცირების საერთო რიცხვიც

81
Untitled design

თითქმის ორი კვირაა, ყოველდღიურად, ინდოეთში კორონავირუსით 300 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით 3 417 ადამიანი გარდაიცვალა.

20 მილიონს უახლოვდება ინფიცირების ჯამური მაჩვენებელიც.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს, ინდოეთს კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმაროს და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას აგზავნის, ეპიდემიოლოგები კი გამოსავალს სახლში დარჩენასა და მოქალაქეების იზოლაცირებაში ხედავენ.

“ინდოეთი ებრძვის კორონავირუსის სასტიკ, მეორე ტალღას, რომელმაც გადაფარა ქვეყნის მყიფე ჯანდაცვის სისტემა. ჩემი აზრით, მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგი, სახლში ყოფნა და გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის გამოცხადება დაეხმარება ინდოეთს – გაუმკლავდეს კრიზისს.” – განაცხადა მიჩიგანის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ბრამარ მუხერჯიმ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, ინდოეთში კორონავირუსის 3 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

ინდოეთში კრემატორიუმები გადაიტვირთა, ჭირისუფლებს რიგში დგომა საათობით უწევთ – სულისშემძვრელი ფოტოები ინდოეთიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g