LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო კვლევებით, “ომიკრონის“ შემთხვევაში ჩვეულებრივ ნიღაბს 60%-მდე დაცვა აქვს, ე.წ. რესპირატორს – 85%-მდე – ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

159
BeFunky-collage (55)

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხეიძე ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების ფონზე ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  ე.წ. ნიღაბი-რესპირატორი ყველაზე ეფექტურია და მისი გამოყენება რამდენიმე დღეც არის შესაძლებელი. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში მედიის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ივანე ჩხაიძე: დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი აქვს გადატანილი, დაცულად არ ითვლება, „ომიკრონს“რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს

„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიისაა, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა.

თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“, ასევე, მინდა დავამატო, რომ ადრე არსებული შეხედულება, რომ ეს ნიღაბი უნდა გამოცვლილიყო 4-5 საათში, ახლა ასე აღარ არის და შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე, 2-3 დღეც კი, თუ მას კარგად იყენებთ, არ არის მექანიკური დაზიანება. ეს ფილტრი ეფექტურია უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ, 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის

ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს, „ომიკრონი” არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი – დევი ტაბიძე

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 11000-ზე მეტ ადამიანს, 34 გარდაიცვალა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 130-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ვრცლად:

11 235 ახალი შემთხვევა და კიდევ 34 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები