LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლოს როდის, რამდენი ლარით ან რამდენი პროცენტით გაგეზარდათ ხელფასი?” – ოთარ აბესაძე

191
ოთოაბესაძე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებს საშუალო ხელფასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ოთარ აბესაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

“საქსტატის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1773.7 ლარს შეადგენს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 21.2%-ით.

არ შევალ არანაირ კვლევაში და რეალური მონაცემების დადგენაში. მოდი ასე დავადგინოთ სიმართლე.

ბოლოს როდის, რამდენი ლარით ან რამდენი პროცენტით გაგეზარდათ ხელფასი?”, – წერს ოთარ აბესაძე.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 773 ლარამდე გაიზარდა – რომელ სფეროებშია მატება 

რამდენით აღემატება მამაკაცების საშუალო თვიური ხელფასი ქალების ხელფასს საქართველოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g