ბორჯომის მკვიდრ ქალს, რომელიც საკუთარი ვაჟის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
62 წლის ქალს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 1 იანვარს, ღამით, სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, საკუთარ შვილს, 41 წლის მამაკაცს, დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
“პროკურატურამ, ბრალდებული მ.პ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”- ნათქვამია განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.