LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი მეცნიერები: „კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა პირველზე უარესი იყოს“

130
covid19secondwave

ბრიტანელი მეცნიერების აზრით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მხოლოდ მეორე ტალღის დროს შესაძლოა 120 000-ს მიაღწიოს, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი რიცხვი 251 000-მდე გაიზარდოს.

თუმცა მკვლევარები ამბობენ იმასაც, რომ რისკების შემცირება შეუძლია შესაბამისი ზომების სწრაფად მიღებას, კერძოდ კი კარანტინს, მკურნალობას ან ვაქცინაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზუსტად არავინ იცის რა მოხდება, დიდი ბრიტანეთის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, სერ პატრიკ ვოლანსი კარგს არაფერს ელის.

„ვირუსი დაბალი ტემპერატურის პირობებში უფრო დიდხანს ცოცხლობს, გარდა ამისა ზამთარში ადამიანები გაცილებით დიდ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში“- აცხადებს ის.

ექსპერტების აზრით  პირველი ტალღისაგან ისედაც ძალიან დაზარალებულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ ზამთარში, როდესაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების გარდა მათ სეზონურ გრიპსა და სხვა დაავადებებთან ბრძოლაც მოუწევთ.

თუმცა ისინი იმასაც ამბობენ, რომ ეს „არის არა წინასწარმეტყველება, არამედ შესაძლებლობა. ეს არის არა ის, რაც აუცილებლად მოხდება, არამედ ის, რაც შეიძლება მოხდეს“.

მეცნიერები ბრიტანეთის ხელისუფლებას რამოდენიმე რეკომენდაციას აძლევენ იმისათვის, რათა მოვლენები მაქსიმალურად დადებითი სცენარით განვითარდეს. ისინი შესაბამის სამსახურებს ურჩევენ გაზარდონ ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა და დატესტონ ყველა ის პირი, რომელიც ავლენს ზოგადად რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელ რაიმე სიმპტომს, იქნება ეს კორონავირუსი თუ სეზონური გრიპი. რეკომენდირებულია უფრო მეტი ადამიანი აიცრას სეზონურ გრიპზე, საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა სახლებში მომუშავე პერსონალი კი მაქსიმალურად აღიჭურვოს დამცავი ეკიპირებით.

რამოდენიმე დღის წინ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა დააანონსა, რომ წელს სეზონურ გრიპზე ბრიტანეთში გაცილებით მეტი ადამიანი აიცრება, ვიდრე იქამდე და ქვეყანას ვაქცინის შესაბამისი მარაგები უკვე აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები