LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ“  – სკანდალური დოკუმენტური ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა

187
brtnspears

ბოლო თვეებია ბრიტნი სპირსის პირადი ცხოვრება მედიის განხილვის მთავარი თემაა. მას შემდეგ, რაც მომღერალი მამის მეურვეობის ქვეშ აღარ იმყოფება, ის მედიასთან უფრო აქტიურად გამოდის კომუნიკაციაზე. ამას კი ემთხვევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. გუშინ სთრიმინგ სერვერმა „ნეტფლიქსმა“ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის თრეილერი გაავრცელა.

დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ერინ ლი კარია, რომელიც ბრიტნი სპირსისა და მისი მამის გარშემო აგორებულ სასამართლო დავაზე ორიენტირდა. ფილმში მაყურებელი დეტალურად გაიგებს, რა გზა გაიარა მომღერალმა იქამდე, სანამ სასამართლო მას მამის მეურვეობისგან გაათავისუფლებდა.

ფილმის სახელწოდებაა „ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ“ და მისი პრემიერა 28 სექტემბერს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g