LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩამდე იყო აფხაზეთი – იან კელი

50
ian keli

ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან, რადგან ბუჩამდე იყო აფხაზეთი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი „ტვიტერზე“ წერს.

„ქართველები უკრაინელების გვერდით დგან, რადგან მათ იციან რუსეთის შეჭრის სისასტიკე. ბუჩამდე იყო აფხაზეთი“,- წერს იან კელი.

 

 

დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები