LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდე–სახურავები – თურქეთში სახლის სახურავებზე ჩიტებისთვის თავშესაფრების მოწყობა დაიწყეს

240
trkbrdsssrf

დღესდღეობით დედამიწის მოსახლეობის 55% ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, ცხოველებს კი თვითგადარჩენისთვის სხვადასხვა გზების ძიება უწევთ. გამონაკლისი არც ფრინველები არ არიან.

თურქმა დიზაინერებმა ჩიტების დახმარება საკმაოდ კრეატიული მიდგომით გადაწყვიტეს. მათ დაამზადეს სახურავის ფილები, რომლებზეც ჩიტებისთვის კომფორტული სახლებია მოწყობილი.

სინამდვილეში ეს იდეა ბევრად ადრე ნიდერლანდელ დიზაინერებს გაუჩნდათ, თუმცა მათი ფილები საკმაოდ ძვირი, თითო 70 ევრომდე ღირს. თურქებმა ინოვაციური პროდუქტი სოციალური მედიის საშუალებით ნახეს და გადაწყვიტეს, მსგავსი რამ ადგლობრივი ბაზრისთვის დაემზადებინათ და თანაც სრულიად უფასოდ.

სახუვარი ბუდეების რამდენიმე დიზაინი შეიქმნა და ისინი სხვადასხვა სახეობის ჩიტებისთვისაა განკუთვნილი. სიახლე ადგილობრივებში დიდი მოწონებით სარგებლობს და ფრინველთა თავშესაფრები უკვე ძალიან ბევრ შენობაზე განთავსდა.

ბუდე–სახურავები თურქულ არქიტექტურასაც განსაკუთრებით მოუხდა და ძალიან ორგანულად გამოიყურება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები