ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო სატვირთო მანქანასთან, რომლითაც, რუსეთის მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდის აფეთქება მოხდა.
„რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებული იყო მისი მარშრუტის საწყის პუნქტად“, – აცხადებენ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს აფეთქებული სატვირთო მანქანით ხდებოდა პოლიეთილენის ფირფიტების გადატანა და მისი მარშრუტი თითქოსდა, ბულგარეთიდან იწყებოდა. ამასთან დაკავშირებით ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.
ამავე თემაზე:
ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას
პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”
მედვედევი: ყირიმის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმას ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ