ნატოს გენერალური მდივანი აცხახდებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ არის და ამაზე საუბარი არც მიმდინარე სამიტზე იქნება.
ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება
იენს სტოლტენბერგმა მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ფოკუსირებულია რეფორმებზე, საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებასა და მისი თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაზე:
“მჯერა, ნატო-ს მოკავშირეები კვლავ დაადასტურებენ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელზეც ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა და თარიღზე საუბარი არც დღეს იქნება.
ჩვენ ფოკუსირებული ვართ რეფორმებზე, საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებაზე, ასევე მისი თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაზე. გზავნილი არის, რომ ნატო-ს კარი ღიაა. მხოლოდ ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ და 30-მა მოკავშირემ უნდა გადაწყვიტოს ალიანსის გაფართოების საკითხი. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში. ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რომელი უსაფრთხოების სტრუქტურის ნაწილად სურს ყოფნა.” – თქვა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებული იქნება ასევე დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე და ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მასში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.
როგორია ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები და მოლოდინი ნატოს სამიტიდან, შეგიძლიათ წაიკითხოდ ვრცლად:
ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია: ვაშაძე
საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა – ამას ყველა აღნიშნავს: ზალკალიანი