LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგერში ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა: მაშველები სამ ადამიანს ეძებენ

380
99

ცაგერში ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. შემთხვევა სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომობილში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. მათ მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა.

წყლის დინებამ ისინი ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.

სამი მამაკაციდან ერთი პიროვნება 60 წლამდეა, დანარჩენი ორი კი, ახალგაზრდები არიან.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები