LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CBS: უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ

302
Tensions-between-Ukraine-and-Russia-reach-boiling-point-1565974

ამერიკული გამოცემა CBS-ი წერს, რომ რუსეთმა არტილერია და რაკეტების გამშვებები სასროლ პიზიციებზე დააყენა. ინფორმაციას CBS წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა შეკრების ადგილები დატოვა და ისინი თავდასხმის პოზიციებზე გადაადგილებას იწყებენ.

გამოცემის წყაროს თქმით, აშშ თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში კვირის ბოლომდე შეიჭრება, თუმცა ჯერ დარწმუნებული არ არის, რა სახე ექნება სამხედრო ინტერვენციას.

წყაროს მიხედვით, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის 80%-ით მზად არის და სამხედრო ნაწილების თავმოყრა გრძელდება.

11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის თქმით, დღეს თითოეული უკრაინელი გადის გამოცდას მოქალაქეობაზე. მან 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ზელენსკის საგანგებო მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g