LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეკვის მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – PHR [ვიდეო]

cekva

ცეკვის მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ავრცელებს. ორგანიზაციამ სავარაუდო ძალადობის შემთხვევის შესახებ ტელევიზიით შეიტყო და ინფორმაცია შსს-ს მიაწოდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროდან დღეს გვეცნობა, რომ 13 დეკემბერს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს,”- აღნიშნულია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია “სხვა შუადღეს” გადაცემის მსვლელობისას მიაწოდეს. გადაცემა სწორედ ბავშვთა უფლებებს ეხებოდა, სადაც აღინიშნა, რომ ცეკვის მასწავლებლები მსგავს ძალადობრივ მეთოდებს ხშირად მიმართავენ.

გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს ჯოხი დაარტყა და “ამ ყველაფერთან ერთად იყო პანჩურის ამორტყმა, ბავშვს ფეხზე აქვს ნაიარევი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები